Friday, December 7, 2012

ჩემი სოფელი...


     აქვე, ახლოს, ფარცხანაყანევში...
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] „კარდაკარის" პრინციპით სიარულმა რა მომცა?

     ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად „კარდაკარის" პრინციპით მუშაობის რეჟიმში ერთი მეგობრის რჩევით ჩავერთე. მშობლიური სოფელი - წყალტუბოს რაიონის სოფელი ფარცხანაყანები ავირჩიე. ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, ამ მიწაზე, ზედ დასტრიალებდნენ, ხნავდნენ, თესავდნენ, ზამთარ-ზაფხულ მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, „პური ჩვენი არსობისა" მოჰყავდათ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იყოფდნენ...
      ქალაქთან ახლოს კი ცხოვრობენ, მაგრამ გაზი დღემდე არ უნახავთ, ახლა გაჰყავს ხელისუფლებას. წყალზე, რომელიც ამ სოფლის მიწიდან ამოსჩქეფს და ნახევარ ქუთაისს ამარაგებს (ანდა, უფრო სწორად, უნდა ამარაგებდეს, მაგრამ ხელისუფლების უხეირობის გამო, დღემდის ვერ ხერხდება), გადასახადს იხდიან. რატომ იხდიან, ახლაც არ იციან. ფარცხანაყანებელი გლეხი სათბურებს ვეღარ რწყავს, ჭებით სარგებლობს. ამ დროს წყლის „600 დიამეტრიანი მილები" (როგორც აქ ეძახიან) უამრავ ადგილზეა გახეთქილი და დაზიანებული, წყალი ტყუილუბრალოდ იღვრება, ადგილობრივ გლეხებს კი წყლის გადასახადის ორი წლის წინანდელ დავალიანებასაც არ პატიობენ.
     აქ ნორმალური ცხოვრებით მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც მოახერხა და ოჯახის რომელიმე წევრი საზღვარგარეთ გაგზავნა. ისინი გადასახადებსაც იხდიან და კვირაში ერთხელ ხორციან შეჭამანდსაც მიირთმევენ. სხვები სათბურებში კატორღული შრომით იტანჯებიან, გადასახადებთან ერთად ბანკის ვალებშიც იხრჩობიან და კარგი კვება და კარგი ცხოვრება მუდმივად ენატრებათ.
მათ მცირე ნაწილს ვიცნობ, უმრავლესობას - არა. ახლა საშუალება მეძლევა, მათი ყოფაცხოვრების წვრილმანებს გავეცნო.
     „ცეესკოს" ჩამობეჭდილი, 550 კაცის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ფურცლები ხელში დავიჭირე (რიგითი რეგისტრატორისათვის განკუთვნილი ქუდი და კედები რატომ არ მერგო, არ ვიცი, არც ჩემი ნაცნობებისათვის უწილადებიათ) და სოფლის 14 კილომეტრიან გზებს ჩვენი ადგილობრივი რესურსებით შევებით.
     ჩვენს სოფელში არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა საკუთარი აზრის გამოთქმას ყველა ერიდება. პოლიტიკური აზროვნების ლოკომოტივი ნაციონალებს აქვთ ჩაბმული. ოპოზიციური პარტიების როლებიც იმათ აქვთ განაწილებული და ხალხიც ყრუ დრტვინვით მიჰყვება უკან. აი, ჩემს წინ გაგონილი ფრაზა:
- ხმამაღლა არ თქვა ამ მთავრობის ძვირი, თორე დაგიჭერენ! - გადაუჩურჩულა ასაკოვანმა ქალბატონმა მეუღლეს, როცა მან გადაწყვიტა, აეხსნა ჩემთვის, რომ ამ გრძელი ქუჩის მკვიდრ 60 ოჯახს, როგორც პოლიტიკურად არამოტივირებულებს, ადრე არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას.
- ამჟამად გექნებათ! - ვაიმედებ მე, თუმცა თავადაც არ ვარ დარწმუნებული ჩემი ნათქვამის ჭეშმარიტებაში.
კარდაკარ ერთთვიანი სარეგისტრაციო ოდისეის შემდგომ, რომლის დროსაც ყველა ჩემი უცნობი მეზობელი და დაკარგული ნათესავები აღმოვაჩინე, 560 ამომრჩევლიდან 6 სიაში ჩარჩენილი მიცვალებული და 20 საზღვარგარეთ გაქცეული ვიპოვე. ამათგან ერთი ოჯახიდან სამიც კი დამხვდა რუსეთში სამუშაოდ გადახვეწილი.
     „მხოლოდ უმცროსი ვაჟი დატოვეს სახლში და ერთ თვეში ისიც აპირებს რუსეთში გადახიზვნას," - ამიხსნა ოჯახის მეზობელმა, - სულ ორი თვეც არ არის, რაც წავიდნენ და უკვე დაეტყო მათ სახლ-კარს - ხომ ხედავ, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები მიიტანეს, სახურავს ცვლიან. კედლები იშლებოდა, სახლი თავზე ენგრეოდათ, 20 წელიწადია მუდმივად სათბურებში მუშაობდნენ, ვერაფერს მიაღწიეს, წლობით იხდიდნენ ბანკების ვალებს. ყველა ქარის ამოვარდნაზე სათბურები თავზე ენგრეოდათ. კუჭი რომ გამოეძღოთ, იმდენ ფულსაც ვერ შოულობდნენ. ახლა ბანკების ვალსაც იხდიან და სახლის რემონტიც დაიწყეს."
     თავად ჩემი მოსაუბრე და მისი ბიძაშვილი, ვინც მათ შესახებ შევსებულ განაცხადებაზე ხელი მომიწერა, ერთ პატარა ფიცრულში ცხოვრობენ, შემოსასვლელში, კარის წინ, თეთრ ცელოფანში, ალბათ, ამ დილით მოკრეფილი ბალი აქვს გახვეული. მოსაუბრემ ცელოფანი ზემოდან ჩუმად წააფარა, რომ არ შემემჩნია. ვხვდები, გასაცემად არ ემეტება... იმიტომ კი არა, რომ ხარბია, იმიტომ, რომ ამ ერთჯერად შემოსავალზე ხვალინდელი მისი ლუკმაა დამოკიდებული. უსიტყვოდ ვუგებ და თვალს ვარიდებ.
- აი, ნახე, ეს მაგიდა უკვე 30 წელია დგას ჩემს ოჯახში. ოთხივე ფეხი ხის ჭიებმა გამოჩრჩილეს, მე კი ახლის ყიდვას და შეძენას ვერ ვახერხებ.
სკამზე დაჯდომისაც მეშინია, ძროხის საწველ ჯორკოზე ვზივარ, - მეუბნება მასპინძელი.
მეც მეშინია, რამეს არ წამოვკრა ფეხი, რომ ვიღრძო, აქედან ჩემს სახლამდე 8 კილომეტრი მაინცაა, ვერ მივაღწევ ნაღრძობი ფეხით.
    როგორც ჩანს, ნაციონალების მიკროკოორდინატორი ვგონივარ, გაბოროტებული თვალებით მიმზერს ეს მოხუცებული ქალი. რანაირად უნდა ვანუგეშო, წარმოდგენა არ მაქვს. დაიღალა ხალხი არაფრის მომცემი დაპირებების ჩუქებით...
     უბანში სამუშაოდ ბოლოს 26 მაისს, დღის 12 საათისთვის გავეშურე. ვიცოდი, რა მანძილიც მქონდა გასავლელი: 4 კილომეტრი წინ და 4 კილომეტრი უკან. ორკილომეტრიანი გზის გავლის შემდგომ, პირველივე დიდ მოსახვევში, ქუჩის პირას, ბებერი ცაცხვის ძირში ჩამომსხდარი რამდენიმე ასაკოვანი ადამიანი შევნიშნე. მათ უკვე აღარა აქვთ უნარი სათბურებში და ყანებში იმუშაონ, აღარც საქონლის მომვლელებად გამოდგებიან, ყველაფერი, რაც ცხოვრებაში უნახავთ ერთ წიგნად შეიძლება აიკინძოს. ახლა ისღა დარჩენიათ, თავიანთი გამოცდილება შთამომავლებს გადასცენ...
- დღევანდელ დღეს ქუჩაში როგორ დადიხარ, ქუთაისში პარლამენტის შენობა იხსნება! ნუთუ არ გიხარია? - მეკითხება ერთ-ერთი მათგანი, თხილის გამოთლილ ტოტზე დაბჯენილი ლავრენტი ბაბუა.
- თქვენ თუ გიხარიათ? - კითხვას ვუბრუნებ.
- რა ვიცი, შვილო, მაგ პარლამენტს ჩემთვის არაფერი მოაქვს, თავისი თავის სიკეთისთვის აშენებენ, თორე ჩემი შვილი 20 წელი წყალსადენში მუშაობდა და ამ გაზაფხულზე სამსახურიდან გამოაგდეს. ახლა სახლში მიზის და ჩემი პენსიის აღებას ელოდება, სიგარეტის ფული რომ მივცე. - მეუბნება ბაბუა ვასილი.
- პენსია, თორე, შენც არ გქონდეს იმდენი, რომ ანტალიაში დასასვენებლად გეყოს! - ექილიკება ქლიავის ჩირივით ჩამომხმარი ბაბუა ლავრენტი.
ამ მოხუცებს ბერიას ეპოქა ახსოვთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამათ აღარ ეშინიათ, 86 წლის მოხუცებულს დასაჭერად ვინ წაეპოტინება. თუმცა თავს მაინც იზღვევენ:
- კარგი კაცია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, უფრო სწორედ, ძალიან კარგი კაცი იყო, როცა მოვიდა: ენერგიული, ჭკვიანი, ნიჭიერი კაცია, შევარდნაძის დაქცეული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა, თვალში გამოახედა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მეორედ მობრუნდნენ, ქვეყნის წინსვლისთვის შექმნილი ლოკომოტივი იმ რელსებზე შეაყენეს, მარტო მაგათთვის რომ მოაქვს სიკეთე, - ამბობს ერთ-ერთი.
- დაამთავრებენ ახლა იმ პარლამენტის შენებას და მოგვხედავენ მერე! - ქირქილებს ბაბუა ვასილი.
- არ დაიჯერო შენ ეს ზღაპრები, გაუნათლებელი კაცი რაც მეტი მშიერია, მით უფრო მეტად სჯერა, რომ ხელისუფლება აუცილებლად დაეხმარება. ამათ ხალხის ნაშრომ-ნაოფლარი ფულები შტაპელებად აქვთ უკვე დაწყობილი, სხვა ქვეყნების ბანკებში. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდები შემოსდით, დასავლეთ საქართველოში უდიდესი სოფელია ჩვენი სოფელი, მაგრამ ელემენტარული და სოფლის მეურნეობისთვის მთავარი პრობლემა - სარწყავი არხების სისტემა - ვერ მოაგვარეს - დიალოგში ებმება კიდევ ერთი მოხუცებული, - ვიღაც გათურქებული ქართველი ჩამოვიდა ამასწინათ თურქეთიდან, ქართულად გველაპარაკა, მიწა უნდოდა აქაური ეყიდა: გადიხედა, გადმოხედა ეზოებში, აქეთ ეზოებში წყალი არ შედისო? - იკითხა. არაო, რო ვუთხარით. - როგორ გეკადრებათ, ბატონოო, - თურქეთში სახნავი მიწა არ არსებობს, სარწყავი წყალი რომ არ შეუდიოდესო. - მიაბრუნა მაშინვე მანქანა და დაადგა ისევ თურქეთისკენ მიმავალ გზას.
     მეტი დრო აღარ მქონდა, მივატოვე მუსაიფსა და პოლიტიკურ დებატებში ჩართული მოხუცი ფარცხანაყანებელები.
იმ დღეს, დაახლოებით, 20 ოჯახი ჩამოვიარე, ყველა ოჯახში ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული, ყველა ოჯახში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლაპარკობდა, გაბადრული სახით; უსუსურ პატარებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ნაშოვნი ევროებით არჩენენ სახლებიდან გაქცეული ბებიები, გულში იკრავდა და იხუტებდა, ისეთი კადრები იყო, ჭკუაზე გადაგიყვანდა სიხარულით. მაგრამ მე აქ, ამ ქუჩაზე, შრომაში წელმოწყვეტილ გლეხებს ვხედავდი, წყალი რომ არ ჰქონდათ, ოჯახებში გაზის შემოსაყვანი ფული რომ არ ჰქონდათ. ზოგ მათგანს ქალაქში ჩასასვლელი ფულიც რომ არ ჰქონდა, მაგრამ გადასახადებს მაინც ერთგულად იხდიდნენ... და იმ ბოლო ოჯახში, სადაც მივედი, საიდანაც საღამოს 7 საათზე უკან უნდა მოვბრუნებულიყავი, ერთ-ერთ რიგით - შავგულიძეების ოჯახში, უცხოელი ტურისტი აღმოვაჩინე.
- ეს კაცი ვინ არის? - ვიკითხე გაოცებულმა. ამ მიყრუებულ ქუჩაზე ქალაქის ავტობუსიც კი მხოლოდ ორ რეისს აკეთებს, უცხოელი საიდან აღმოჩნდა, ვერ გამერკვია.
- არც ჩვენ ვიცით, - მიპასუხა ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისმა, რომლის თორმეტი წლის გოგონაც, ტელევიზორის ეკრანთან მიმჯდარი, თვალს არ აცილებდა ტრიბუნაზე მდგარი პრეზიდენტის გაღიმებულ სახეს.
ოჯახის უფროსი, ვისაც უცხოელი ტყიდან წამოეყვანა, რუსულად უხსნიდა სტუმარს:
- ვოტ, ეტოტ ნაშ ნოვიი პარლამენტ!
ოჯახის უფროსები ეკრანთან მიმჯდარ თეონას სთხოვენ, ინგლისურად აუხსნას, თუ რა ხდება ჩვენს თავს. გოგონაც თავის საყველპურო ინგლისურით არკვევს, რომ სტუმარი, უბრალო მუშაა, მისისიპის შტატიდანაა, და ამერიკიდან იმიტომ ჩამოვიდა, რომ კუთვნილი შვებულება ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად გამოიყენოს.
- ტყეში ვიპოვე, ველოსიპედით შედიოდა, იქ მარტოკას კარავი უნდოდა გაეშალა, - სიხარულს ვერ მალავს ოჯახის უფროსი. ახალგაზრდა რძალი დატრიალდა, შემოსულ უცხოელს ვახშამს უმზადებს. მე კი მათ სტუმართმოყვარე ოჯახს ვტოვებ და შინ ვბრუნდები. ერთი საათი მაინც დამჭირდება ჩემს სახლამდე მისასვლელად.
- არა, მაინც, რა ბედნიერები არიან ეს ამერიკელი მუშები! ამათი პრეზიდენტი თუ იცინის, ისევ მათი ბედნიერებისათვის იცინის, თორემ ამერიკიდან რეხიტყეში თავს საიდან ამოყოფდა ეს ტურისტი? კამბოჯა და ბანგლადეშიც არ ექნება, ალბათ, ნანახი და სამივეს ერთად იპოვის ამ ჩვენს დაყრუებულ სოფელ-ქვეყანაში.

წყარო: http://regions.ge/2&newsid=5709&year=2012&position=news_main

ფოტოს ავტორი: Gabro... :))

აქაც არიან "სვეწკები" :დ

ფარცხანაყანევის #2 საჯარო სკოლა my school :)))

ფარცხანაყანევის მეურნეობა... ფლორა :დ

Wednesday, December 5, 2012

იმერეთი


სამზარეულო



























ვიდეოები









კულტურა


     კულტურული მემკვიდრეობა

     ბაგრატის ტაძარი - იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უბისა მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი.
     ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას. არქიტექტურული ძეგლები [რედაქტირება]
     ილმის «შემოქმედის» ეკლესია — აშენებულია მე-11-12 საუკუნეებში. 1993-98 წლებში აღდგენილია ნაწილობრივ. დღეისათვის მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.
     გუბადიანის «კონწოლია» ეკლესია — ასე მოიხსენებს მოსახლეობა სოფელ ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმ. გიორგის სახელობის მე-9-10 საუკუნის ძეგლს. გუმბათიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ წახნაგოვანი, აქვს 8 სარკმელი.
      სოფელ წევის წმ. გიორგის ეკლესია — ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კმ-ის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია,
     მწყერის ციხე — როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად.
      თვრინის ციხე-დარბაზი
      სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია — სოფელ საზანოში მდ. ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა.
      შორაპნის ციხე — მდინარების ყვირილასა და ძირულას ხეობაში მდებარეობს დაბა შორაპანი. აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველესი ძეგლი.
    ბაგი-ბუგის ეკლესია — სამწუხაროდ დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, სახურავი დახდილი აქვს. საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე.
     ბუჯის ციხე — უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს.
     თამარის ხიდი — ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ ქალაქი ბალიასტომი — გადმოცემით, სოფელ საზანოში მდ. ძუსის სანაპიროზე ყოფილა
     ქალაქი ბალიასტომი გაშენებული. ქალაქი იწყებოდა «თამარ მეფის ხიდიდან» და მთავრდებოდა ზედა საზანოში.
      ციხე სკანდა — ციხე-სიმაგრე, რომლის უძველესი ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ასეული წლების განმავლობაში იყო საქართველოს და კერძოდ, იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი.
      გოგნის „კარუგდებელი“ — ყოველ 6 მაისს კარუგდებელაზე იმართება გიორგობის დღესასწაული, სადაც მთელი დღის და კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის სალოცავზე.
      ტაბაკინის მონასტერი — წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მდებარეობს სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე.
      ვანის წმინდა გიორგის ეკლესია — ხარაგაულში არსებულ სალოცავთაგან ვანის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია, იგი IX—X ს. თარიღდება,
      ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია — IX—X სს. ძეგ ლია, მას «დედაღვთისას» უწო დებენ. ტაძარი, როგორც შემორჩენილი ნაგებობებიდან ჩანს, დიდებული არქიტექტურული გე­მოვნებით ყოფილა აგებული და ადგილ მდებარეობას თან შეხამებული.
      უბისა — სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.
     ფარცხნალის კახორის წმ. გიორგის ეკლესია — მასზე ისტორიული მასალები ძალზე მწირადაა შემორჩენილი. არის თქმულება, რომ «კახორის» მთაზე წმ. გიორგის ეკლე სიის მშენებლობის დროს ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშე­ნებლო მასალა.
     ვარძია — ხარაგაულის რაიონის ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანსამბლს წარმოადგენს სოფ. ვარძიის «დედაღვთისას» ტაძარი, ე. წ. «კიკოს» დიდებული მონას­ტერი.
     ტბეთის ეკლესია — ამ ეკლესიას სახელად «ტბეთის წმინდა გიორგის ეკლე სია» ეწოდება და აგებულია ყრუ მთაში. ეს სახელი სავარაუდოდ იმ სახელოვანი ტბეთის ეკლესიის პატივისცემით დაურქმე­ვიათ, რომელიც არსებობს შავშეთსა და ერუშეთში, ან კიდევ ახლო მდებარე ერთი პატარა ტბის გამო
      გედსამანიის საყდარი — «ტბეთის» ეკლესიას თან ახლოს წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აგებული «ვარდობის» ეკლესიაა. მის ირგვლივ სათოფურებიანი გალავნის ნანგრევებია შემორჩენილი. 1737 წელს შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია «გედსამანიის საყდარი».
     ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია — მდინა რეჩხერი მელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე, სოფელ ლაშის ტერიტორიაზე არის გალავანი სადაც ეკლესიის ნანგრევებია. უფრო ადრე, მის ადგილას ციხე ყოფილა გა­ლავ ნით.
      მირონწმიდა — ერთნავიანი ბაზილიკა, ნაშენია შირიმის ქვისა და კირისა გან. შიგნით მოხატული ყოფილა, მაგრამ 1900-იან წლებში სასულიერო უწყების ნებარ­თვით შეულესიათ. კირი ადგილ-ადგილ ჩამოცვენილია და თაღის ნა წილზე მოჩანს მხატვრობა.
     ხიდრის წმინდა გიორგის ეკლესია —არქივებში დაცული მასალების მიხედვით, ხიდრის ეკლესია აგებულია 1870 წელს. ვახანის ციხე — სოფელ
     ვახანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი X—XI სს. ძეგლია.

Tuesday, December 4, 2012

ისტორია


     საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიის სამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმითშემოიფარგლებოდა.
     იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია. XV—XIX სს.
     იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეფეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი“ ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები.
  1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზედ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება.
   იმერეთის მეფეს, ამავე დროს, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510—1565), გიორგი II (11565-1585), გიორგი III (1605—1639), ალექსანდრე III(1639-1660 წწ.), ალექსანდრე V (1720—1751 წწ.), სოლომონ I (1751—1784 წწ.), სოლომონ II (1789—1810 წწ.).
     იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გადაშენებას უქადდა. სოლომონ I-მა XVIII ს. 60-იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი დამპყრობლები და გაათავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768—1774წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა.
     1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.
     სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება.

ფოტოები