ბაგრატის ტაძარი - იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
უბისა
მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი.
ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას.
არქიტექტურული ძეგლები [რედაქტირება]
ილმის «შემოქმედის» ეკლესია — აშენებულია მე-11-12 საუკუნეებში. 1993-98 წლებში აღდგენილია ნაწილობრივ. დღეისათვის მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.
გუბადიანის «კონწოლია» ეკლესია — ასე მოიხსენებს მოსახლეობა სოფელ ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმ. გიორგის სახელობის მე-9-10 საუკუნის ძეგლს. გუმბათიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ წახნაგოვანი, აქვს 8 სარკმელი.
სოფელ წევის წმ. გიორგის ეკლესია — ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კმ-ის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია,
მწყერის ციხე — როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად.
თვრინის ციხე-დარბაზი
სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია — სოფელ საზანოში მდ. ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა.
შორაპნის ციხე — მდინარების ყვირილასა და ძირულას ხეობაში მდებარეობს დაბა შორაპანი. აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველესი ძეგლი.
ბაგი-ბუგის ეკლესია — სამწუხაროდ დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, სახურავი
დახდილი აქვს.
საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე.
ბუჯის ციხე — უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს.
თამარის ხიდი — ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ
ქალაქი ბალიასტომი — გადმოცემით, სოფელ საზანოში მდ. ძუსის სანაპიროზე ყოფილა
ქალაქი ბალიასტომი გაშენებული. ქალაქი იწყებოდა «თამარ მეფის ხიდიდან» და მთავრდებოდა ზედა საზანოში.
ციხე სკანდა — ციხე-სიმაგრე, რომლის უძველესი ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ასეული წლების განმავლობაში იყო საქართველოს და კერძოდ, იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი.
გოგნის „კარუგდებელი“ — ყოველ 6 მაისს კარუგდებელაზე იმართება გიორგობის დღესასწაული, სადაც მთელი დღის და კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის სალოცავზე.
ტაბაკინის მონასტერი — წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მდებარეობს სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე.
ვანის წმინდა გიორგის ეკლესია — ხარაგაულში არსებულ სალოცავთაგან ვანის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია, იგი IX—X ს. თარიღდება,
ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია — IX—X სს. ძეგ ლია, მას «დედაღვთისას» უწო დებენ. ტაძარი, როგორც შემორჩენილი ნაგებობებიდან ჩანს, დიდებული არქიტექტურული გემოვნებით ყოფილა აგებული და ადგილ მდებარეობას თან შეხამებული.
უბისა — სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.
ფარცხნალის კახორის წმ. გიორგის ეკლესია — მასზე ისტორიული მასალები ძალზე მწირადაა შემორჩენილი. არის თქმულება, რომ «კახორის» მთაზე წმ. გიორგის ეკლე სიის მშენებლობის დროს ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშენებლო მასალა.
ვარძია — ხარაგაულის რაიონის ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანსამბლს წარმოადგენს სოფ. ვარძიის «დედაღვთისას» ტაძარი, ე. წ. «კიკოს» დიდებული მონასტერი.
ტბეთის ეკლესია — ამ ეკლესიას სახელად «ტბეთის წმინდა გიორგის ეკლე სია» ეწოდება და აგებულია ყრუ მთაში. ეს სახელი სავარაუდოდ იმ სახელოვანი ტბეთის ეკლესიის პატივისცემით დაურქმევიათ, რომელიც არსებობს შავშეთსა და ერუშეთში, ან კიდევ ახლო მდებარე ერთი პატარა ტბის გამო
გედსამანიის საყდარი — «ტბეთის» ეკლესიას თან ახლოს წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აგებული «ვარდობის» ეკლესიაა. მის ირგვლივ სათოფურებიანი გალავნის ნანგრევებია შემორჩენილი. 1737 წელს შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია «გედსამანიის საყდარი».
ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია — მდინა რეჩხერი მელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე, სოფელ ლაშის ტერიტორიაზე არის გალავანი სადაც ეკლესიის ნანგრევებია. უფრო ადრე, მის ადგილას ციხე ყოფილა გალავ ნით.
მირონწმიდა — ერთნავიანი ბაზილიკა, ნაშენია შირიმის ქვისა და კირისა გან. შიგნით მოხატული ყოფილა, მაგრამ 1900-იან წლებში სასულიერო უწყების ნებართვით შეულესიათ. კირი ადგილ-ადგილ ჩამოცვენილია და თაღის ნა წილზე მოჩანს მხატვრობა.
ხიდრის წმინდა გიორგის ეკლესია —არქივებში დაცული მასალების მიხედვით, ხიდრის ეკლესია აგებულია 1870 წელს.
ვახანის ციხე — სოფელ
ვახანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი X—XI სს. ძეგლია.
No comments:
Post a Comment